ონლაინ კონსულტაცია ფოტოთი
თუ ფრჩხილის ან ტერფის მდგომარეობაზე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოტო და მოკლე აღწერა. ონლაინ კონსულტაციისას განვიხილავთ თქვენს ჩივილებს და გირჩევთ შემდგომ ნაბიჯს: პირად ვიზიტს, მოვლის საკითხების დაზუსტებას ან სხვა სპეციალისტთან მიმართვას.
როგორ მუშაობს
- გადაუღეთ პრობლემურ უბანს მკაფიო ფოტო კარგ განათებაზე — რამდენიმე რაკურსით
- გამოგზავნეთ WhatsApp-ზე ან Facebook/Instagram-ის პირად შეტყობინებაში
- აღწერეთ მოკლედ: რამდენი ხანია, გტკივათ თუ არა, გაქვთ თუ არა დიაბეტი
- მიიღეთ პასუხი: შეფასება და შემდეგი ნაბიჯის რეკომენდაცია
რაში დაგეხმარებათ კონსულტაცია
კონსულტაცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ვის მიმართოთ და რა ინფორმაცია მოამზადოთ ვიზიტისთვის.
ფოტო სრულ დათვალიერებას ვერ ცვლის. დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს პირადი ვიზიტი და დამატებითი გამოკვლევა.
რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან
თუ სხვა ქალაქში ან საზღვარგარეთ ცხოვრობთ, შეგიძლიათ წინასწარ დაგვიკავშირდეთ. განვიხილავთ თქვენს კითხვებსა და თბილისში ვიზიტის შესაძლებლობას.
ხშირად დასმული კითხვები
როგორი ფოტო გამოვგზავნო?
მკაფიო, კარგ განათებაზე, ახლო ხედით — და სასურველია რამდენიმე რაკურსით. ბუნდოვანი ფოტოთი შეფასება რთულია.
რამდენად სწრაფად მიპასუხებთ?
შეტყობინებებს ვპასუხობთ მიღებებს შორის, ამიტომ პასუხი შესაძლოა დაუყოვნებლივ ვერ მიიღოთ. თუ მდგომარეობა სწრაფად უარესდება, გაქვთ ჩირქოვანი გამონადენი ან სიცხე, მიმართეთ ექიმს და ნუ დაელოდებით ონლაინ პასუხს.
დამისვამთ დიაგნოზს ონლაინ?
ონლაინ ფასდება მდგომარეობა და განისაზღვრება შემდეგი ნაბიჯი. საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ დათვალიერების შემდეგ ისმება — ეს პაციენტის უსაფრთხოების საკითხია.
