ექიმი-პოდოლოგი
ნატალი კუჭუხიძე
ექიმი · ევროპაში კვალიფიცირებული პოდოლოგი · პროფესიული მასწავლებელი · მენტორი · ხარისხის ექსპერტი
ნატალი კუჭუხიძე ფრჩხილებისა და ტერფების ჯანმრთელობაზე ზრუნვას პროფესიულ სწავლებას უთავსებს. მის საქმიანობაში მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის ყურადღებით შეფასება, ინდივიდუალური მოვლა და ცოდნის გაზიარება.

პროფესიული გზა
ნატალი კუჭუხიძე თბილისში დაიბადა. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან პროფესიული განვითარება ევროპაში გააგრძელა — სტაჟირება და კვალიფიკაცია პოდოლოგიის მიმართულებით.
დღეს ნატალი პაციენტებს თბილისში, საკუთარ ცენტრში იღებს, უძღვება პოდოლოგიის კურსებს და მომავალ სპეციალისტებს ამზადებს. სწავლება მის ყოველდღიურ პრაქტიკას ეყრდნობა.
ნატალიმ ჩაატარა უფასო საგანმანათლებლო სემინარები ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და სხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივ სპეციალისტებს პოდოლოგიის ცოდნა გაუზიარა.
მისი კრედო: „მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული".
Med Award 2025
Med Award 2025
სამედიცინო დაჯილდოება Med Award 2025-ის ნომინაციაში „პოდოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" გამარჯვებული გახდა ექიმი-პოდოლოგი ნატალია კუჭუხიძე.

მედია და პროფესიული ცხოვრება
ნატალი სტუმრად ყოფილა „რადიო უცნობში" და რადიო „ფორტუნაზე" — გადაცემებში ის პასუხობდა ხშირად დასმულ კითხვებს სამედიცინო პედიკურზე, პათოლოგიური ფრჩხილის მკურნალობასა და ფრჩხილის მოვლაზე.
მონაწილეობს საქართველოს თმისა და ფრჩხილის საერთაშორისო კონფერენციებში და დარგობრივ სემინარებში.

სერტიფიკატები და კვალიფიკაცია
გაეცანით ნატალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელ სერტიფიკატებს.



