სოკოვანი ინფიცირებული ფრჩხილების გასუფთავება და მკურნალობა
სოკოვანი ინფექცია ფრჩხილს თანდათან ფერს უცვლის, ასქელებს, ცვლის ფრჩხილის სტრუქტურას და ფორმას. თუ დაზიანებული მასის მოცილების გარეშე ვიწყებთ მკურნალობას, ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები ეფექტური არ არის. ასეთი მეთოდით მკურნალობა უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე დაგეგმილი კომპლექსური მკურნალობა. პოდოლოგის მიერ აპარატული და ინსტრუმენტული დამუშავება სამკურნალო პროცესს რადიკალურად აჩქარებს, რაც საბოლოო წარმატებული შედეგისთვის აუცილებელია.
სოკოვანი ინფექციის ზოგადი ნიშნები
სოკოვან ინფექციას ადასტურებს ლაბორატორიული ანალიზი — საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დერმატოლოგს და მკურნალობა კომპლექსურად წარიმართება.
- ფრჩხილის გასქელება, საწოლიდან აშრევება, ფრჩხილის ფირფიტის დაშლა
- ფერის ცვლილება — მოყვითალო, თეთრი ან მუქი ლაქები
- ფრჩხილის დეფორმაცია, უსწორმასწორო ზედაპირი
- უსიამოვნო სუნი, ქავილი ფრჩხილის ირგვლივ
რას აკეთებს პოდოლოგი
აპარატული და ინსტრუმენტული დამუშავებით, ვაშორებთ უმტკივნეულოდ დაზიანებულ ფრჩხილს და ნუნას ჯანსაღ ქსოვილამდე. გასუფთავების პროცედურა ხსნის დისკომფორტს ფეხსაცმელის ტარებისას, ხოლო ადგილობრივ პრეპარატებს აძლევს საშუალებას ეფექტურად მიაღწიონ სამკურნალო ნიშნულამდე.
საჭიროებისას კეთდება ფრჩხილის ესთეტიური აღდგენა სპეციალური სამედიცინო მასალით — ფრჩხილი მკურნალობის პროცესშიც ესთეტიურად გამოიყურება.
თითოეული პაციენტისთვის ინსტრუმენტები სტერილდება ავტოკლავში. სამუშაო გარემო დეზინფიცირებული და სტერილურია, რაც სოკოვან ინფექციასთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია.
ფრჩხილის სხვა დაზიანებების მოვლა
ფრჩხილის ცვლილებები შეიძლება ტრავმას, ფეხსაცმლის ზეწოლას ან სხვა მიზეზებს უკავშირდებოდეს. ვაფასებთ მდგომარეობას და საჭიროების მიხედვით ვარჩევთ დამუშავებას, მოვლას ან დამატებით გამოკვლევას.

ხშირად დასმული კითხვები
გადამდებია სოკოვანი ინფექცია?
დიახ, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს საერთო ფეხსაცმლისა და ინსტრუმენტების გამოყენებისას. ნუ გამოიყენებთ სხვის პირად ნივთებს და დაიცავით ფეხების ჰიგიენა.
რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
ფრჩხილის აღდგენას დრო სჭირდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების მოცულობაზე, ზრდის სიჩქარესა და მკურნალობაზე. ვიზიტების გრაფიკს ინდივიდუალურად ვადგენთ.
როგორ შევარჩიოთ სამკურნალო საშუალება?
საშუალება დიაგნოზისა და ფრჩხილის მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი პრეპარატი, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული სხვა მკურნალობა. დამუშავება შეიძლება კომპლექსური მოვლის ნაწილი იყოს.
შეიძლება დეკორატიული დაფარვა?
ეს საკითხი დამოკიდებულია ფრჩხილის მდგომარეობასა და გამოყენებულ პრეპარატზე. დაფარვა ან ესთეტიკური აღდგენა წინასწარ შეუთანხმეთ მკურნალ სპეციალისტს.
